აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ - სამინისტრო
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას
ავრცელებს ენგურის
ხიდის ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ვითარებაზე. მათი თქმით, ყველა
აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება.
სამინისტროსვე განმარტებით, ისინი სხვა უწყებასთან ერთად მუშაობენ
კონკრეტულ გეგმაზე პრობლემის გადასაჭრელად.
"და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამ საკითხზე 28 ივნისს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ. ამიტომ, მუშაობენ იმისთვის, რათა გალელ სტუდენტებს და აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება.
ენგურის ხიდი 27 ივნისის საღამოს ჩაიკეტა ორმხრივად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.
მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.