ენგურის ხიდთან ე.წ. მესაზღვრეებმა მძიმე ავადმყოფი შეაყოვნეს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრები ახალგაზრდა ქალი,
რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ე.წ გამშვებ
პუნქტთან რამდენიმე საათით შეაყოვნეს და საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. თუმცა საბოლოოდ, შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით,
ის მაინც გამოატარეს.
"ქალი, რომელიც თბილისის დამწვრობის ცენტრში უნდა გადმოეყვანათ და საოკუპაციო რეჟიმი არ ატარებდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართვის შედეგად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი", - აცხადებენ სამინისტროში.
ენგურის ხიდი 27 ივნისის საღამოს ჩაიკეტა ორმხრივად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.
მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.