ზუგდიდში თავისუფლების მარშით გახარიას გადადგომას ითხოვენ
19:35 / 29.06.2019
სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლასთან შეიკრიბნენ და შინაგან საქმეთა
მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.
ორგანიზატორთა თქმით, სწორედ გახარიაა პასუხისმგებელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ის უნდა გადადგეს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალთან მსვლელობას აწყობენ.
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ზუგდიდსა და თბილისში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქში რამდენიმე დღეა გრძელდება. მიზეზი პარლამენტთან აქციის ძალადობრივი ფორმებით დაშლა გახდა, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა, ორმა კი თვალი დაკარგა. დააკავეს 305 პირი, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. ეს მანიფესტანტების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, როგორც იმ სამართალდამცველთა დასჯა, ვინც აქციის დაშლისას ძალადობით გამოირჩეოდა. შეკრებილთა მოთხოვნა, პარლამენტის 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, უკვე დაკმაყოფილდა.