ზუგდიდში „თავისუფლების მარში“ გაიმართა
სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა
შინაგან
საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით
"თავისუფლების მარში" გამართეს.
მსვლელობა "გახარია წადი-ს" შეძახილებით ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლასთან დაიწყო და სიმბოლურად, 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალთან დასრულდა, რათა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ საბჭოთა რეპრესიები და რუსეთის რეალური სახე.
აქციის მონაწილეების თქმით, კარგია ის, რომ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულდა, თუმცა ძალაში რჩება მთავარი - გიორგი გახარიას გადადგომა. შეკრებილებმა განმარტეს - სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრია პასუხისმგებელი 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე.
ზუგდიდელი აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
მანამდე აქტივისტებმა პერფორმანსი გამართეს. ცაბუნია ვართაგავამ და როსტომ ზარანდიამ რუსეთის პრეზიდენტის, ერთ-ერთი შენობიდან ვლადიმირ პუტინის პლაკატი გადმოკიდეს მოდანზე იქ, სადაც "პატრიოტთა ალიანსი" აქციას მართავდა.
პუტინს შუბლზე ნამგალი და ურო ჰქონდა გამოსახული, სათვალის ჩარჩოებში კი საქართველოს და უკრაინის დროშები ეხატა.