ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, გამოცდებში მონაწილეობას გალელი აბიტურიენტების ნაწილი ახერხებს
ზუგდიდში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად
აფხაზეთიდან ამ დროისთვის
ექვსი აბიტურიენტი გადმოვიდა. უთხრა "ლაივპრესს" ადგილობრივი
საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ. მისი ინფორმაციით, ეს
ახალგაზრდები ჯერ კიდევ გუშინ, 30 ივნისს გადმოვიდნენ და გამოცდაზეც
გამოცხადდნენ.
"ადმინისტრაციულ საზღვართან 25-მდე ახალგაზრდა დგასო. ზუსტად არ ვიცი, ესენი დღეს აბარებენ, ორ საათზე, დილის ბავშვები არიან თუ ხვალ აბარებენ", - განმარტა მან.
ნანა ქირიამ არ იცის, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად სულ რამდენი აბიტურიენტი უნდა გადმოვიდეს აფხაზეთიდან.
ამბობს, რომ საგამოცდო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. დილისთვის უნდა გამოცხადებულიყო ჯამში 434 აბიტურიენტი, თუმცა 393 მოვიდა.
სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წლისთვის გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
გამოცდები 23 ივლისს დასრულდება.
პირველ გამოცდაზე ახალგაზრდები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ.
სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროითაა ჩაკეტილი. განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მუშაობენ სქემაზე, რათა აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები და სტუდენტები არ შეფერხდნენ და მათ შეძლონ დაუბრკოლებლად განათლების უფლებით სარგებლობა.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.
მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.