განათლების სამინისტრო გალელი აბიტურიენტებისთვის გამონაკლისს დაუშვებს
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს,
რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების
პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, განათლების სამინისტრო
სთხოვს, შესაძლებლობის მიხედვით, სხვა გამოცდებში აუცილებლად მიიღონ
მონაწილეობა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და
სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურანალისტებთან საუბარში
განაცხადა. ის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს
დაესწრო.
ირინა აბულაძის თქმით, სამინისტრო აკვირდება პროცესს და მაქსიმალურად ეცდება აღნიშნული აბიტურიენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
"ჩვენი ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილმა ენგურის ხიდიდან შეძლო გადმოსვლა. ველოდებით ყოველდღე სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლების მიღების. მოვუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მისვლა, აუცილებლად როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ და რა სქემით ვუზრუნველვყოთ მათვის განათლების ხელმისაწვდომობა",- განაცხადა ირინა აბულაძემ.
ზუგდიდში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან ამ დროისთვის ექვსი აბიტურიენტი გადმოვიდა. როგორც "ლაივპრესს" ადგილობრივი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ უთხრა, 25-მდე აბიტურიენტმა კი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა ვერ მოახრეხა.
სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროითაა ჩაკეტილი. განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მუშაობენ სქემაზე, რათა აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები და სტუდენტები არ შეფერხდნენ და მათ შეძლონ დაუბრკოლებლად განათლების უფლებით სარგებლობა.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.
მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.