კეთდება ყველაფერი, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა აბიტურიენტებმა განათლების მიღება შეძლონ - დეპუტატი
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ეხმაურება ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო,
აფხაზეთში
მცხოვრები აბიტურიენტებისთვის შექმნილ ვითარებას. ედიშერ თოლორაიას
განცხადებით, სამწუხაროა, რომ მათ ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში
მონაწილეობა ვერ მიიღეს.
"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა, ამ დრომდე ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და მაქსიმალურად ეცდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან ამ დროისთვის ექვსი აბიტურიენტი გადმოვიდა. როგორც "ლაივპრესს" ადგილობრივი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ უთხრა, 25-მდე აბიტურიენტმა კი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა ვერ მოახერხა.
განათლების სამინისტროს განცხადებით, ისინი გალელი აბიტურიენტებისთვის გამონაკლისს დაუშვებენ და ყველას, ვინც პირველ სესიაში ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება, მოუწოდებენ, სხვა გამოცდებზე გამოცხადდნენ შესაძლებლობის მიხედვით.
სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროითაა ჩაკეტილი. განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მუშაობენ სქემაზე, რათა აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები და სტუდენტები არ შეფერხდნენ და მათ შეძლონ დაუბრკოლებლად განათლების უფლებით სარგებლობა.