ენგურის ხიდზე გადაადგილებას გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი პირადად აკონტროლებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ენგურის ხიდის საგუშაგოსთან
ამ წუთებში გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი იმყოფება.
„ლაივპრესის“ ინფორმაციით, თემურ ნადარაია პირადად აკონტროლებს
საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების მიმოსვლას. მან ე.წ. მესაზღვრეებს
დაავალა, გალიდან დანარჩენ საქართველოში გაუშვან მხოლოდ ბავშვები და
მოხუცები. ნადარაიამ გააფრთხილა ე.წ. საგუშაგოს თანამშრომლები, რომ
გადაადგილების უფლება არ მისცენ 18 წელს მიღწეულ ახალგაზრდებს.
„ლაივპრესის“ გალელი რესპონდენტების ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ხიდზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაამთხვია ეროვნულ გამოცდებს ორი მიზეზის გამო - ახალგაზრდებს აიძულოს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა. მეორე ფინანსური ინტერესებია.
მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა თანხის სანაცვლოდ მოახერხეს. როგორც „ლაივპრესს“ ოკუპირებულ გალში მცხოვრებმა რესპონდენტებმა აცნობეს, ე.წ. საგუშაგოზე კონტროლის გავლა შესაძლებელია 5000 რუბლის (224 ლარის) სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს თან რუბლი არ აქვს, 300 ლარის გადახდას თხოვენ.
ზუგდიდში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან ამ დროისთვის ექვსი აბიტურიენტი გადმოვიდა. როგორც "ლაივპრესს" ადგილობრივი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ უთხრა, ნაწილს ამ დრომდე შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება.
განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მუშაობენ სქემაზე, რათა აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები და სტუდენტები არ შეფერხდნენ და მათ შეძლონ დაუბრკოლებლად განათლების უფლებით სარგებლობა. მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, სთხოვა, შესაძლებლობის მიხედვით, სხვა გამოცდებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა. სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით ცალმხრივად არის ჩაკეტილი.