მერის მოადგილე ბოდიშს უხდის ეტლით მოსარგებლეს, რომელმაც ავტობუსით ვერ იმგზავრა
ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ბოდიშს უხდის მოქალაქე
სოფიო ჩახაიას,
რომელმაც დღეს დილით საზოგადოებრივი ავტობუსით ვერ იმგზავრა.
„ლაივპრესს“ ასოციაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელმა რუსლან საჯაიამ
განუცხადა, რომ სოფელ კახათიდან მომავალი ეტლით მოსარგებლე სოფიო
ჩახაია განმუხურის ავტობუსის მძღოლმა ქუჩაში დატოვა. მერის მოადგილემ მომხდართან
დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„მინდა გამოვეხმაურო კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ფაქტს და, პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი სოფიოს იმ შექმნილი უხერხულობისა და უსამართლობისთვის, რომლის განცდამაც მას დღეს მოუწია. მინდა, პირობა მივცე, სოფიოს და თითოეულ ზუგდიდელს: ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება ნებისმიერი მოქალაქის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას.
ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მზად ვართ ზუგდიდელებს ვაგრძნობინოთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს მათზე. ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოების მთავარი დასაყრდენი ძალა, რომელიც ეიმედებათ და ენდობიან“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.
მომხდართან დაკავშირებით „ლაივპრესი“ გაესაუბრა ავტობუსის მძღოლს, რომელთანაც პრეტენზიები აქვს სოფიო ჩახაიას. ბაჩანა თირქია, ამბობს, რომ შშმ პირი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მისი სიტყვებით, რადგან ავტობუსის პანდუსი გაფუჭებული იყო, ეტლით მოსარგებლეს ავტობუსში ხელით აყვანა შესთავაზეს, რაზეც სოფიო ჩახაიამ და მისმა თანხმლებმა ბიჭმა უარი განაცხადა.