ახალი ამბები
ავტობუსს, რომლითაც ეტლით მოსარგებლემ ვერ იმგზავრა, პანდუსის პრობლემა არ აქვს - მერია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერია ამბობს, რომ ახალი ავტობუსი ტექნიკურად გამართულია და მძღოლმა ვერ გახსნა ეტლით მოსარგებლისთვის პანდუსი.

„ავტობუსებს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, პანდუსი გაჭედილი არ ყოფილა, როგორც ჩანს მძღოლმა ვერ უზრუნველყო მისი გახსნა“, - უთხრეს „ლაივპრესს“ მერიაში.

ასოციაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელმა რუსლან საჯაიამ გვითხრა, რომ დღეს, კახათიდან მომავალი ეტლით მოსარგებლე სოფიო ჩახაია განმუხურის ავტობუსის მძღოლმა ქუჩაში დატოვა. თავის მხრივ, მძღოლი ამბობს, რომ ავტობუსის პანდუსი გაფუჭებული იყო, ეტლით მოსარგებლეს ავტობუსში ხელით აყვანა შესთავაზა, რაზეც შშმ პირმა და მისმა თანხმლებმა ბიჭმა უარი განაცხადეს.

ეტლით მოსარგებლეს, რომელმაც დღეს დილით საზოგადოებრივი ავტობუსით ვერ იმგზავრა, ბოდიში მოუხადა ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ.

„მინდა გამოვეხმაურო კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ფაქტს და, პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი სოფიოს იმ შექმნილი უხერხულობისა და უსამართლობისთვის, რომლის განცდამაც მას დღეს მოუწია. მინდა, პირობა მივცე, სოფიოს და თითოეულ ზუგდიდელს: ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება ნებისმიერი მოქალაქის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

ზუგდიდში 15 ახალი ავტობუსი მაისიდან ეტაპობრივად შემოიყვანეს. ავტობუსები 2019 წლის გამოშვებაა. ისინი კონდიცირება-ვენტილაციის სისტემითაა აღჭურვილი. ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვისაც. აქ მექანიკური პანდუსია დამონტაჟებული. ტრანსპორტის შესაძენად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სესხი აიღო. შეძენა 3 მილიონ 300 ათასი ლარი დაჯდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.