საფლავები ჰყვებიან ისტორიას - ახალსოფლელი მოზარდების ღია გაკვეთილი [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში
ქართულ-გერმანულ და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს გაკვეთილი მიუძღვნეს,
სადაც მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მოზარდებმა
პედაგოგების დახმარებით წარადგინეს თემები ქართულ-ებრაულ
ურთიერთობებზე. წაიკითხეს მონაკვეთები ანა ფრანკის დღიურიდან.
პროექტის ხელმძღვანელის, მასწავლებელ ციცინო ქობალიას თქმით, აქტივობის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ორი ერის, გერმანელი და ებრაელი ერის ცხოვრების გაცნობა, მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება მრავალეროვნებისა და მულტიკულტურიზმის საკითხში.
„ჩვენი დღევანდელი კონფერენცია ჩატარდა პროექტ გაკვეთილის ფარგლებში. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტი ძალიან მნიშნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, რადგანაც მათ უნდა იცოდნენ იმ კოლონისტების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში“, - გვითხრა ციცინო ქობალიამ.
კონფერენციის ჩატარებამდე მოსწავლეებმა დაამუშავეს ქართულ-ებრაული ლიტერატურა. ჩაატარეს სასწავლო-საგანმანათლებლო ექსკურსიები. მოინახულეს ებრაულ-გერმანული დასახლებები და საფლავები სამეგრელოს სოფლებში: ბანძაში, სუჯუნაში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში.
პროექტი ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.