აბიტურიენტების ნაწილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა - ციხელაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილი უკვე
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
მისი სიტყვებით, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა მათი ნაწილის გადმოყვანა და ეს პროცესი გრძელდება.
„ეს ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ჩვენ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი სხვადასხვა არხის გამოყენებით, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას. დღემდე მიღწეულია ის, რომ აბიტურიენტებთან ერთად პენსიონრებსა და ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროებების მქონე პირებისათვის გადაადგილება შესაძლებელია. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს, რამდენადაც თითოეული მათგანისათვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას უკავშირდება“, - განაცხადა მინისტრმა.
აბიტურიენტებს, რომლებიც ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, ქეთევნ ციხელაშვილი მიმართავს, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს აკეთებენ, რათა მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ.
„ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ინდივიდუალურად, თითოეულისათვის, მათი საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიღმა არ დარჩნენ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა დღეს თანხის სანაცვლოდ მოახერხა.
„ლაივპრესის“ გალელი რესპონდენტების ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ხიდზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაამთხვია ეროვნულ გამოცდებს ორი მიზეზის გამო - ახალგაზრდებს აიძულოს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა. მეორე ფინანსური ინტერესებია.
სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით 28 ივნისს ცალმხრივად ჩაიკეტა.