ჟენევაში დღეს ენგურის ხიდზე დაწესებულ შეზღუდვებს განიხილავენ
დღეს გაიმართება ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი,
სადაც
ქართული მხარე ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვის საკითხს დააყენებს. განიხილავენ ასევე
ყველა იმ მწვავე თემას, რომლებსაც წინა შეხვედრებისას განიხილავდნენ.
კერძოდ, დემილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია და იქ არსებული მძიმე
პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია დევნილთა უსაფრთხო და უპირობო დაბრუნებისა და რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა.
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი გეგმავს ჟენევაში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვის საკითხი დააყენოს.
"ზომები, რომელთა შესახებაც რუსეთის მხარემ განაცხადა, არ არის გამართლებული, არ გააჩნია საფუძველი მათ მიღებას და ამიტომ, იმედი მაქვს, რომ, სულ ცოტა, შევძლებთ დავუბრუნდეთ მანამდე არსებულ ვითარებას", - აღნიშნა კლაარმა რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში.
სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით ცალმხრივად არის ჩაკეტილი და ოფიციალურად ატარებენ მძიმე ავადმყოფებს, რომლებსაც შესაბამისი ცნობა გააჩნია. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.
მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო პრობლემები შეექმნათ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს. მათმა ნაწილმა ზუგდიდში გადმოსვლა თანხის სანაცვლოდ მოახერხა.