კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა
კოლხეთის ეროვნულ პარკში მოეწყო და განახლდა ტურისტული
ინფრასტრუქტურა. კერძოდ,
ვიზიტორთა ცენტრის ეზოში გაკეთდა საპიკნიკე ადგილები. ამასთან,
რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის
განკუთვნილ პირსს. პალიასტომის ტბაზე შეკეთდა ფრინველებზე დაკვირვების
კოშკურები. ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოებიც.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ისინი განაგრძობენ ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა, "შავი ზღვის ტერმინალის" ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
სააგენტოსვე ცნობით, კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. ეს პარკი პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელიც საქართველოდან იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლადაა წარდგენილი.