ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების საქმეზე გახარიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურას მიმართავს წერილით, სადაც ის შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვას ითხოვს. ბაჩანა შენგელიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, სკოლაში ინსპექტირების განხორციელების ბრძანება გიორგი გახარიას მიერაა გაცემული. თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, შენგელია უკვე მინისტრის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ინსპექტირება, მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ია კერზაიას პოლიტიკურ დევნას და მის "სამაგალითოდ დასჯას" ისახავდა მიზნად, რადგან დირექტორი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ ყოფილა და არც მათ დავალებებს ასრულებდა.

"გიორგი გახარია დაუკავშირდა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა წინასაარჩევნოდ. დაავალა ინსპექტირება, რადგან ასეთი დირექტორი რეგიონში სამაგალითოდ უნდა დაესაჯათ.

ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა. ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვას ამ საკითხზე და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუ მის მიერ არის ბრძანება გაცემული", - განმარტა ბაჩანა შენგელიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დედამისზე მიდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ზეწოლა. გარდაცვალებამდე იგივეს აცხადებდა თავად ია კერზაია. განათლების სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან
დაკავშირებით,
15:02 / 13.10.2019
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით,
სოხუმში, მაიმუნების საშენიდან მაიმუნი გაიქცა. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი
ადგილობრივის
12:39 / 13.10.2019
სოხუმში, მაიმუნების საშენიდან მაიმუნი გაიქცა. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი ადგილობრივის
საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე
თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით
11:40 / 13.10.2019
საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
10:34 / 13.10.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში უარყოფენ ბრალდებას,
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.