ახალი ამბები
მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებელია - არასამთავრობოები
FaceBook Twitter
E-mail Print
2017 წლის შეფასების შედეგების გაუმჯობესების მიუხედავად, მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით არსებული საერთო სურათი არადამაკმაყოფილებელი რჩება. შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი მხოლოდ 28%-ია. ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის მიერ.

მათივე განმარტებით, გამოწვევებზე საპასუხოდ, აუცილებელია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა თავად მუნიციპალიტეტების მიერ.

კერძოდ, მათ უნდა განაახლონ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა. შექმნან საჯარო ინფორმაციის განყოფილება, სადაც თემატურად და ღია მონაცემების ფორმატში განათავსებენ სიახლეებს. მუნიციპალიტეტები არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებით. სასურველია გამოაქვეყნონ სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ცნობები.

კვლევის ავტორების თქმით, ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დროულად იყვნენ ინფორმირებულნი მონაწილეობის არსებული ფორმების შესახებ. ამისთვის, მუნიციპალურმა ორგანოებმა ინფორმაციის ეფექტური და დროული გავრცელების მთავარ საშუალებებად უნდა გამოიყენონ ვებ გვერდი, სოციალური ქსელები და მობილური აპლიკაციები.

ასევე, მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობას უნდა მიაწოდოს ელექტრონული სერვისები, რაც შეამცირებს მოსახლეობის ფინანსურ და დროის დანახარჯებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონი გათვალისწინებულ ფორმებთან ერთად, მუნიციპალიტეტებმა პროაქტიულად უნდა იფიქრონ მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების გამოყენებაზე, მათ შორის მონაწილეობის მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამების შემუშავებაზე.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა საკრებულოს რეგლამენტში გაჩნდეს გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა სხდომებზე დასწრებისა და აზრის გამოთქმის შესაძლებლობას. ასევე, აუცილებელია მოქალაქეებს ხელი მიუწვდებოდეთ დაგეგმილი სხდომების დეტალებზე და განსახილველ საკითხებზე სხდომამდე ერთი კვირით ადრე.

ასევე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად უნდა იქცეს დასახლების საერთო კრება და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ, კრების ლეგიტიმაციისთვის განკუთვნილი კვორუმის ცვლილება, ასევე კოდექსით გათვალისწინებული კრების მოწვევის დეტალური რეგულაციების გაუქმება, რომელიც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს, რომ კრების მოწვევა მათ ადგილობრივ საჭიროებას მოარგონ.

კიდევ ერთი რეკომენდაციის მიხედვით, მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საჯარო ინფორმაციის გაცემის სწრაფი და ეფექტური პროცედურების დანერგვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების მიხედვით, ზუგდიდი ანგარიშვალდებულების მაღალი რეიტინგის მქონე მუნიციპალიტეტების სიაში მეოთხე ადგილზეა. ამ კომპონენტში კი ზუგდიდს წალენჯიხის საკრებულომ აჯობა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.