ახალი ამბები
გალელი აბიტურიენტი, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას დაშავდა, გამოცდაზე გავიდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა აბიტურიენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ზუგდიდში შემოვლითი გზით გადმოვიდა, მავთულხლართებზე ხელიც დაისერა. მას ჭრილობაზე ნაკერების დადება დასჭირდა. გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნონა შონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა თავს უკეთ გრძნობს და ის გამოცდაზე უკვე გავიდა.

"შიშის და სიჩქარის გამო გაება მავთულხლართებში. მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ასეთი შემთხვევა, რომ ხელი დაესერა, ერთი გვქონდა მხოლოდ. თუმცა შემოვლითი გზებით სხვებიც გადმოვიდნენ", - უთხრა ნონა შონიამ "ლაივპრესს".

მისი ინფორმაციით, გამოცდებში მონაწილეობისთვის გალის რაიონიდან სულ 185 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან 11-ის გარდა გადმოსვლა ყველამ შეძლო. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აფხაზეთიდან კიდევ ერთ ახალგაზრდას ელოდებიან, ვისაც დოკუმენტებთან დაკავშირებით გაურთულდა გადმოსვლა. თუკი ის დღეს საღამოსთვის ადმინისტრაციულ საზღვარს გადმოკვეთს, ხვალიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვება. დანარჩენებმა, ნონა შონიას ცნობით, გადაიფიქრეს. ზოგმა, როგორც განმარტა, ტექნიკური მიზეზით, რამდენიმეს სხვა პრობლემა შეექმნა, ოთხმა კი სოხუმის უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს ამდენი წინაღობის გადალახვა უწევთ განათლების მისაღებად, მათი უფლებების დარღვევაზე დარღვევაზე მიუთითებს. თუმცა განმარტა, რომ ხელისუფლების ძალისხმევით, უმრავლესობამ ზუგდიდში გადმოსვლა მაინც მოახერხა.

"გარდა მიმდინარე წლის კურსდამთავრებულებისა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირებულია სკოლის შემდგომი განათლების პროგრამაში 140 ახალგაზრდა, რომლებმაც სკოლა შარშან, შარშანწინ დაამთავრეს. ისინიც ეროვნული გამოცდების დასრულების შემდგომ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ტესტირების შემდგომ, გახდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები", - განმარტა მან.

აბიტურიენტზე, რომელიც კლასელებთან ერთად გალიდან ზუგდიდში ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის გადმოსვლას შემოვლითი გზებით ცდილობდა და მავთულხლართზე ხელი გაიჭრა, "ნეტგაზეთმა" დაწერა.

სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით 28 ივნისს ცალმხრივად ჩაიკეტა. მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა თანხის სანაცვლოდ მოახერხეს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.

მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.