ქართველი და რუსი მორაგბეების შეხვედრა შესაძლოა ჩაიშალოს
რაგბში ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა
ჩაიშალოს. ამის შესახებ
"გაზეტა რუ" წერს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა 21 აგვისტოს
უნდა შედგეს თბილისში, სადაც ამ დრომდე საპროტესტო აქციები
გრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ფრენები რუსეთიდან საქართველოში 8 ივლისიდან იკრძალება, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მატჩის ჩატარებას.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის რაგბის ფედერაცია კოკსულტაციას გაივლის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე გავლენა შესაძლოა მოახდინოს კიდევ ერთმა გარემოებამ. რუსულმა სარაგბო კლუბმა "სლავამ" კონტრაქტი გაუწყვიტა ორ ქართველ მოთამაშეს იმის გამო, რომ მათ ერთ-ერთი ლელოს აღნიშვნისას ცალ თვალზე ხელი მიიფარეს და თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში ჩამოსვლა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად. გავრილოვმა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.