ქართველი მორაგბეები რუსულ კლუბში რჩებიან
ქართველ მორაგბეებს, რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს რუსული კლუბი
"სლავა" კონტრაქტს
აღარ შეუწყვეტს. ამის შესახებ რეზი ბროძელი "ფეისბუკზე" წერს. ეს,
მისი თქმით მას შემდეგ მოხდა, როცა საქართველოს რაგბის კავშირი
რუსეთის რაგბს მიზეზის გასარკვევად დაუკავშირდა.
"აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩა სვანიძემ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა, რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო", - ამბობს მორაგბე.
რეზი ბროძელის აზრით, მესამე პირები "ინტრიგის" გზით ცდილობდნენ სოლიდარობის ჟესტისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემას.
"კლუბ "სლავას" ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს", - წერს სპორტსმენი.
რამდენიმე დღის წინ რეზი ბროძელმა მატჩის დროს, ქართველმა მორაგბეებმა ლელო თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. სწორედ ეს გახდა მისი და თანაგუნდელის რუსული კლუბიდან გარიცხვის მიზეზი.