სოლიდარობის ლენტი ზუგდიდის მერის საარჩევნო ბანერზე [ფოტო]
ზუგდიდში მოქალაქეებმა რუსთაველის და თამარ მეფის ქუჩებზე
არსებულ მოსაცდელებზე, სარეკლამო ბანერზე მერს, გიორგი შენგელიას ერთ
თვალზე წითელი ლენტი გააკრეს.

თვალის სახვევი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთგვარი სიმბოლოა იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.

თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 20-21 ივნისის ღამეს. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, 2-მა დაკარგა თვალი და დააკავეს 300-ზე მეტი.