ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებს უსაყვედურეს დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს უსაყვედურეს იმის გამო, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2018 წლის პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება შარშანვე ვერ მოხერხდა. განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, სადაც 2020 წლისთვის დაგეგმილ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საქმე ეხება პროექტებს, რომლებზეც გამოცხადდა ტენდერი, სამუშაოები დაიწყო, თუმცა გაწერილ ვადებში ვერ დასრულდა და მშენებლობის პროცესი დღესაც გრძელდება.

"6 მილიონ 700 ათასიდან, რომელიც ამ რეგიონს შარშან გადმოჰყვა, დაპროცესებულია 45%. ცოტა უხერხულია, როცა 2020 წლის გეგმებზე ვლაპარაკობთ და 2018 წელი არ გვაქვს დახურული გარკვეულ ნაწილში", - აღნიშნა მან.

ილია ბეგიაშვილის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დროულად ვერ აითვისეს 3 მილიონამდე ლარამდე. მან მიმართა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს და პროექტების განხორციელებაც დაჩქარდეს.

რეგიონში სახელმწფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, რომ აუთვისებელი თანხების მიზეზი ამ შემთხვევაში არის ის, რომ კომპანიებს საჭირო რესურსი არ ჰყოფნით სამშენებლო სამუშაოებისთვის. მისივე თქმით, ამას გარდა, გვხვდება ხარვეზებიც მენეჯმენტში.

"არის შემთხვევები, როცა კომპანია ვერ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას და ხდება გასაჩივრება. ალბათ საჭირო იქნება დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები, რომ არ მოხდეს დავების საბჭოში ასე ხშირად გასაჩივრება, რადგან შედეგად ფაქტიურად საქმე ზარალდება", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მინისტრის მოადგილისვე თქმით, სკოლების კომპონენტისთვის რეგიონს წელს 5 მილიონ 240 ათასი ლარი გადმოეცა, თუმცა ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა გვაქვს. კერძოდ, ილია ბეგიაშვილი ამბობს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დროულად უნდა დასრულდეს, რადგან სწავლა 17 სექტემბერს იწყება, მოსწავლეებს კი ხარაჩოები არ უნდა დახვდეთ:

"თან ვისწვალოთ და თან სარემონტო სამუშაოები ვატაროთ, არ გამოვა. ამიტომაც თხოვნა მაქვს, ამ კომპონენტს მაქსიმალური ყურადღება მიექცეს. თუ ვერ ასწრებთ, ჯობია ეს თანხა სხვა სკოლას გადავცეთ, ან სხვაგან მივმართოთ".

ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წლისთვისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთს 14 მილიონამდე ლარით მეტი გამოეყოფა და ეს თანხა ჯამში 71 მილიონ 487 ათას 870 ლარით განისაზღვრება. ფული გზებს, ბაღებს, წყალს, კულტურულ ობიექტებს, სკვერებს, ამბულატორიების მშენებლობას მოხმარდება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მომავალი წლისთვის ორი ქვეპროგრამის დამატება სურთ - ერთი ბაღების მშენებლობა-რეკონსტრუქციის, მეორე კი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულების.

მუნიციპალიტეტების მიხედვით თანხა მომდევნო წელს ასე გადანაწილდება - ყველაზე მეტ თანხას ზუგდიდი მიიღებს -15 მილიონ 440 ათას 330 ლარი. შემდეგ მოდის სენაკი - 8 მილიონ 113 ათას 170 ლარი, ფოთი - 7 მილიონ 734 ათას 270 ლარი, მარტვილი - 7 მილიონ 613 ათას 680 ლარი, ხობი -7 მილიონ 065 ათას 840, მესტია - 6 მილიონ 795 ათას 330 ლარი, წალენჯიხა -6 მილიონ 189 ათას 770 ლარი, აბაშა - 5 მილიონ 958 ათას 999 ლარი და ჩხოროწყუ -5 მილიონ 776 ათას 490 ლარი.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტექნიკურ დეტალებზე, რაც ტენდერების უფრო ადრე გამოცხადებას ეხება, პროექტების დროულად და ეფექტურად დასრულებისთვის.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდ შესრულდა, სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემათ მოკვლევის საფუძველზე, შემდგომი რეაგირებისთვის.

"ასეთ შემთხვევებს ვერავინ გამორიცხავს, მაგრამ გარკვეულწილად, ეს იქნება პრევენციაც, რომ იმ კომპანიების მიმართ, ვისთანაც არსებობს კითხვის ნიშნები, მოხდეს სამუშაოების პროცესიდან მათი სამართლებრივი გზით განრიდება, არ იყოს უხარისხო, გაჭიანურებული მშენებლობები", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთში კორონავირუსზე 234 მოქალაქე შეამოწმეს.
22:58 / 05.03.2021
აფხაზეთში კორონავირუსზე 234 მოქალაქე შეამოწმეს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის პუნქტის მშენებლობას ითხოვენ
19:44 / 05.03.2021
სახანძრო-სამაშველო სამსახურის პუნქტის მშენებლობას ითხოვენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შედგა
სატელეფონო კომუნიკაცია
19:08 / 05.03.2021
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბადრი
ესებუას მიერ
17:12 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბადრი ესებუას მიერ
ვიდეო
პანდემიაში დაწერილი სიმღერები - ლიზას და ლიკას მუსიკალური კარანტინი [ვიდეო]
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი თავისი
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ფოტო
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.