სენაკში ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს დადგამენ
სენაკში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმა
იგეგმება.
საუბარი აფხაზეთის და სამაჩაბლოს, ასევე 2008 წლის აგვისტოს
შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულ ადამიანებს შეეხებათ.
"ლაივპრესს" სენაკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა უთხრა, რომ მათ ჯერ კიდევ შარშან დაუკავშირდნენ ამ თხოვნით ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები, განიხილეს ინიციატივა და შეთანხმდნენ.
მემორიალი რუსთაველის ქუჩაზე, პარკში განთავსდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 ათასი ლარია.