მე არ ვარ გავრილოვი - რუსეთის მოქალაქეები თბილისში აქციას გამართავენ
თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით - "მე არ
ვარ გავრილოვი
- რუსები ერთიანი საქართველოსთვის". შეკრების შესახებ ინფორმაციას
ფეისბუკ ჯგუფი "სასაზღვრო ზონა" ავრცელებს. ორგანიზატორად მითითებული
საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ეგორ კუროპტევი.
"რუსები საქართველოდან და ტურისტები, რომლებიც არ იზიარებენ კრემლის პოლიტიკას ძვირფას საქართველოსთან დაკავშირებით. ვინც გამოდის საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო და მეგობრული ქვეყანაა მსოფლიოში", - წერს ეგორ კუროპტევი.
მისი თქმით, იკრიბებიან პარლამენტთან, ბლადიმირ პუტინის მიმართ პროტესტის გამოსახატად.
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსეთის დუმის დეპუტატმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. აქციის დაშლისას სამართალამცველთა მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი.