ახალი ამბები
სოხუმი გალელ აბიტურიენტებს განსაკუთრებულ შეღავათებს სთავაზობს
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც სოხუმის უნივერსიტეტში ჩააბარებს, ახალი სასწავლო წლისთვის სპეციალური წინადადება შეიმუშავა.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გალელი მოზარდებისთვის სწავლა უფასო იქნება. გარდა ამისა ახალი სასწავლო წლიდან იმუშავებს ავტობუსი, რომელიც სტუდენტებს სოხუმის მიმართულებით მოემსახურება.

როგორც „გალ ტვ“ იუწყება, ტრანსპორტი სტუდენტებისთვის 50% -იანი ფასდაკლებით კვირაში ორჯერ იმოძრავებს - მგზავრს კვირას წაიყვანს სოხუმში და პარასკევს ისევ გალში დააბრუნებს.

გარდა ამისა გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის, თემურ ნადარაიას მტკიცებით, ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან საერთო საცხოვრებლით. მათ კი ვისაც კარგი მაჩვენებელი ექნება და არიან მრავალშვილიანი ოჯახებიდან ე.წ. ადმინისტრაცია სტიპენდიას დაუნიშნავს.

გალელ სტუდენტებზე გაამახვილა ყურადღება თემურ ნადარაიამ ე.წ. ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზეც. მან ღნიშნა, რომ რაიონში საერთო ჯამში 8 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა წარჩინებით და მხოლოდ ერთმა მათდგანმა გადაწყვიტა სოხუმის უნივერსიტეტში ჩაბარება.

ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის სიტყვებით, გალის დაბალი ზონის სოფლებში ჯერ კიდევ არის ენის ბარიერი, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის რუსული და აფხაზური სათანადოდ. როგორც ნადარაია აღნიშნავს, ამ მიზეზით ახალგაზრდები სწავლა-განათლების მისაღებად „საქართველოში მიდიან“.

სწორედ ამ პრობლემას უკავშირებენ გალელები დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც მან 28 ივნისს ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდა. ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლა თავისუფალია მხოლოდ მძიმე ავადმყოფებისთვის და ბავშვიანი ქალებისთვის.

სოხუმი გადაწყვეტილებას „საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო“ უსაფრთხოების დაცვას უკავშირებს.

"ლაივპრესის" გალელი რესპონდენტების ცნობით კი, დე ფაქტო ხელისუფლებამ ხიდზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაამთხვია ეროვნულ გამოცდებს, რადგან ახალგაზრდებს აიძულოს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა.

მიუხედავად შეზღუდვისა მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა თანხის სანაცვლოდ მოახერხეს. ზოგი გადმოიპარა შემოვლითი გზით. ერთ-ერთმა აბიტურიენტმა მავთულხლართებზე ხელიც კი გაიჭრა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.