ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია ალექსანდრე მოწერელიას დაკითხვას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, მან პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია ზუგდიდში წინასაარჩევნოდ გამართული შეხვედრის შესახებ, სადაც მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მე-6 სკოლის შემოწმების და დირექტორის გათავისუფლება დაგეგმა.

„მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ, გუბერნიაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, გადაწყდა ჩვენი ამბავი. გახარიამ გასცა დავალება, რომ უნდა შეემოწმებინათ მე-6 სკოლა და გაეგზავნათ ინსპექტირების ჯგუფი, რაც მოხდა კიდევაც“, - უთხრა „ლაივპრესს“ ბაჩანა შენგელიამ.

ის მოითხოვს ასევე, რომ ია კერზაიას საქმეზე, გამოიკითხოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.

„დეკემბერში, სამეგრელოს გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დეიდაჩემი და იას ძმისშვილი. მათთან გუბერნატორმა თქვა - „ცუდია, რომ ასე მოხდა, მე გახარიამ მომცა პირობა, რომ ამ საკითხს მოაგვარებდაო“, მოგვარებაში რა იგულისხმა არ ვიცი. ამ შეხვედრის შინაარსი და ყველა დეტალი მივაწოდე დღეს პროკურატურას და მოვითხოვე ალექსანდრე მოწერელიას, გიორგი გახარიას და შეხვედრის მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა, ხოლო ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მინისტრის პასუხისგებაში მიცემა.

მან პროკურატურას 2 ივლისს მიმართა წერილით, სადაც ის შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვას ითხოვს. ბაჩანა შენგელიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, სკოლაში ინსპექტირების განხორციელების ბრძანება გიორგი გახარიას მიერაა გაცემული. თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, შენგელია უკვე მინისტრის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ინსპექტირება, მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ია კერზაიას პოლიტიკურ დევნას და მის "სამაგალითოდ დასჯას" ისახავდა მიზნად, რადგან დირექტორი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ ყოფილა და არც მათ დავალებებს ასრულებდა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დედამისზე მიდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ზეწოლა. გარდაცვალებამდე იგივეს აცხადებდა თავად ია კერზაია. განათლების სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალი
კორონავირუსის
15:38 / 29.03.2020
შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უარყოფენ სოციალურ ქსელში
გავრცელებულ ინფორმაციას,
15:16 / 29.03.2020
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უარყოფენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას,
პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, კოვიდ-19-ის მთელს
13:41 / 29.03.2020
პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, კოვიდ-19-ის მთელს
ვიდეო
ბოსტნეულის კანფეტები „კოპეშონისგან“ [ვიდეო/ფოტო]
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
როგორ იცავთ თავს კორონავირუსისგან - გამოკითხვა [ვიდეო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
229 სიტყვა 30 წამში - ზუგდიდელმა მოზარდმა ემინემის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის,
კორონავირუსის მიზეზით, სოხუმმა შესაძლოა ენგურის ხიდი ჩაკეტოს [ვიდეო]
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ფოტო
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
ზუგდიდი კორონავირუსის წინააღმდეგ [ფოტო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.