საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს - კვლევა
ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ცნობით,
მათ მიერ დაფინანსებულმა 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ
საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
კვლევის ძირითადი შედეგები ასეთია:
საქართველოს მოსახლეობის 80% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს (ეს შედეგი უცვლელია 2018 წლის შემდეგ).
საქართველოს მოსახლეობის 50% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე და მხოლოდ 4%-ს უარყოფითი აზრი გააჩნია.
საქართველოს მოსახლეობის 74% (16%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 62% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია.
კვლევა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში ჩატარდა.
ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით.
ოფიციალური ინფორმაციით, უკვე ოთხი წელია კვლევები ყოველწლიურად ტარდება, აქედან პირველი ტალღა 2016 წელს დაიწყო. მსგავსი კვლევები ასევე ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში.