ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „f 5“ ჩატარდება
20-21 ივლისს, ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5
ჩატარდება.
მასში ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები მიიღებენ
მონაწილეობას. ფესტივალი ორ ნაწილიანი იქნება - პირველი,
ლიტერატურული, ხოლო მეორე, მუსიკალური.
კულტურულ-მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორი სამი ზუგდიდელი, გიორგი შონია, ტატო ჩანგელია და ნიკა ლაშხია არიან.
როგრც „ლაივპრესს“ ნიკა ლაშხიამ უთხრა, მონაწილეების, ივენთებისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაიდება.
ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ზუგდიდში გასულ წელსაც ჩატარდა.