აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის
თანამშორმლებმა ახალ ათონში, საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს
დაბადებული ბეგლარ შაქროს ძე წილოსანი დაკავეს.
საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
„დაკავებისას გაირკვა, რომ ის არასრულწლოვან გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მისი ასაკის გათვალისწინების, ასევე ჟენევის დისკუსიის და ევროკავშირის სამშვიდობო მისიის გათვალისწინებით, გოგონა ენგურის ხიდზე დედას, თამარ გოგსაძეს გადასცეს. ხოლო დაკავებული მამაკაცი გალის იზოლატორში მოათავსეს“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.