ახალი ამბები
აფხაზეთში ნაპოვნი გოგონა დედას ენგურის ხიდზე გადასცეს
FaceBook Twitter
E-mail Print
არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც მამასთან ერთად აფხაზეთში დააკავეს, დედას უვნებლად დაუბრუნდა, - უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“.

„შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი. ჩვენი და სუს-ის ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი დედას უვნებლად დაუბრუნდა“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რაც შეეხება მამას, ის გალის იზოლატორში იმყოფება.

"ყველაფერს ვაკეთებთ მის გასათავისუფლებად", - უთხრეს "ლაივპრესს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დღეს, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, საქართველოს მოქალაქე ბეგლარ წილოსანის არასრულწლოვან გოგონასთან ერთად დაკავების შესახებ. ამავე სამსახურის განცხადების თანახმად, გოგონა ენგურის ხიდზე დედას თამარ გოგსაძეს გადასცეს, მამაკაცი კი გალის იზოლატორში მოათავსეს. 

დედა თამარ გოგსაძე ფეისბუკზე წერს, რომ შვილი იპოვა.

„ბავშვი ნაპოვნია. ჩემი თიკო ჩემთანაა. მადლობა შსს-ს თითოეულ ქვედანაყოფს, დეპარტამენტს, თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა თიკოს დაბრუნებასა და ჩემს მეორედ დაბადებაში. მადლობა იმ თბილი მოკითხვისთვის უცნობსა და ნაცნობს. მალე გაიგებთ, ბავშვი რა გზებით და რა პირობებში ატარა მამამ აფხაზეთამდე. მადლობა უფალს“ , - წერს თამარ გოგსაძე.

მისი ფეისბუკპოსტების მიხედვით, ის შვილს 1 ივლისიდან ეძებდა და ბავშვი ამ ხნის განმავლობაში მამასთან ერთად იმყოფებოდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ეკოლოგიის ინსტიტუტმა სოხუმში ევკალიპტის ხეზე გავრცელებული
12:43 / 22.07.2019
ეკოლოგიის ინსტიტუტმა სოხუმში ევკალიპტის ხეზე გავრცელებული
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში
12:33 / 22.07.2019
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში
სამეგრელოს უმეტეს ნაწილში მიმდინარე კვირაში
10:40 / 22.07.2019
სამეგრელოს უმეტეს ნაწილში მიმდინარე კვირაში
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.