ახალი ამბები
საქართველო, როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს - გავრილოვი
FaceBook Twitter
E-mail Print
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების მხრიდან პროვოკაცია სესიის დროს, - განაცხადა ამ ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. მისი თქმით, საქართველოსგან არანაირი ბოდიში არც რუსეთს და არც ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს არ მიუღიათ.

გავრილოვის სიტყვებით, ასამბლის მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ მომავალში ღონისძიებები უნდა ჩატარდეს იმ ქვეყნებში, სადაც ყველას უსაფრთხოება იქნება გარანტირებული. ასეთ ქვეყანად მაგალითისთვის მან რუსეთი დაასახელა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი მოუმოქმედებია ასამბლეის მონაწილეთა წინააღმდეგ "მოწყობილი პროვოკაციის" დროს.

"საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს. ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის", - განმარტა მან.

სერგეი გავრილოვის თქმით, "პროვოკატორების" მთავარი მიზანი, რომლებიც ანტირუსულ ლოზუნგებს იყენებდნენ და მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტირებას ცდილობდნენ, იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. მათ სურდათ ქვეყნის ცივილიზებული განვითარების "დასამარება".

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსეთის დუმის დეპუტატმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. აქციის დაშლისას სამართალამცველთა მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ
აღკვეთის ღონისძიების
13:22 / 23.10.2019
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ
11:56 / 23.10.2019
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
11:16 / 23.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს
მოქალაქეს, ერთ-ერთი
10:48 / 23.10.2019
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს მოქალაქეს, ერთ-ერთი
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.