ახალი ამბები
ჩხოროწყუში აღმოჩენილ მღვიმეს ექსპედიციაში მონაწილე ქალის სახელი მიანიჭეს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე ახალი მღვიმე აღმოაჩინეს, რომელსაც ექსპედიციის მონაწილის, თამარ თოლორდავას სახელი ეწოდა.

26 წლის თამარი ჩხოროწყუს მკვიდრია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. მიგარიის მასივზე ჩატარებულ ექსპედიციაში ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის თანამშრომლის იგორ ფიჩხაიას მიწვევით მოხვდა.

ექსპედიცია 10 დღიანი იყო. მასში მონაწილეობდნენ პოლონელი სპელეოლოგები, გეოგრაფიის ინსტიტუტის და საქართველოს სპელეოლოგთა კლუბის წარმომადგენლები.

ექსპედიციის ფარგლებში აღმოჩენილ მღვიმეს პოლონური მხარის ინიციატივით, ქართული მხრიდან ერთადერთი გოგოს და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის, თამარ თოლორდავას სახელი ეწოდა.

„აღმოჩენამ ძალიან დიდი სიხარული მოგვგვარა, რადგან ყველა მეცნიერისთვის სიახლის შესწავლა და ახალი მღვიმეების დაგეგმვა ყველაზე საინტერესოა. მითუმეტეს ჩემთვის. სხვადასხვა ექსპედიციაში მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ აღმოჩენა პირველი იყო. ექსპედიციის მონაწილეები 120 მეტრის სიგრძეზე ჩავიდნენ. სიგანე ჯერ ბოლომდე გაზომილი არ არის. შიგნით რამდენიმე ნაღვენთი ფორმა ნახეს. მღვიმე ჯერ შესწავლის პროცესშია“, - გვითხრა თამარმა.

მისივე თქმით, მიგვარიას მასივსა და სამეგრელოს სხვა მღვიმეებში ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი. ამ მიზნით ის ექსპედიციებში მონაწილეობას კიდევ გეგმავს.

სწავლის პარალელურად, თამარ თოლორდავა „მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ , მოლაშქრეთა კლუბის წევრი და ასევე დანიშნულების მართვის ორგანიზაციის მოხალისეა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ
აღკვეთის ღონისძიების
13:22 / 23.10.2019
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ
11:56 / 23.10.2019
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
11:16 / 23.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს
მოქალაქეს, ერთ-ერთი
10:48 / 23.10.2019
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს მოქალაქეს, ერთ-ერთი
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.