ახალ თანამშრომელზე ზუგდიდის მუზეუმი ინფორმაციას არ გასცემს
„ლაივპრესის“ ინფორმაციით, ნიკოსეული სასახლის ექსპოზიციის მომწყობის
თანამდებობაზე
დავით ოყუჯავა დაინიშნა. მან "ლაივპრესს" კომენტარზე უარი უთხრა.
თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორმა, ლილი ბერაიამ გვითხრა, რომ ახალი
თანამშრომელი არ დაუნიშნავს. "არ გაძლევთ მე თქვენ ინფორმაციას. დავით
ოყუჯავა თანამშრომელი არ არის. თანამშრომელს და გამოფენის,
ექსპოზიციის მომწყობს და ტექნიკურ მენეჯერს ვერ არჩევთ ეტყობა“, -
ამბობს ლილი ბერაია. "ლაივპრესის" ინფორმაციით, დავით ოყუჯავა
მუზეუმის დირექტორის პოსტზეც განიხილებოდა. ის მანამდე „ლიბერთი
ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველის თანამდებობას იკავებდა.