ახალი ამბები
ცეცხლსასროლი იარაღით სოხუმში მამაკაცი მოკლეს
წუხელ სროლა იყო სოხუმის ცენტრში. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილია მოქალაქე აინარ კვიცინია. „ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, დაჭრილია ასევე ერთი, ალიას კვიცინია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოცემის ცნობით, დაპირისპირება 12 ივლისის ღამეს, დაახლოებით 2 საათისთვის მოხდა.