ახალი ამბები
სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვაზე ინფორმაცია ზუგდიდელებს გააცნეს [ვიდეო]
ქალაქის ბულვარში, ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებაზე საინფორმაციო კამპანია გაიმართა.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა და თანამდებობის სხვა პირებმა, მოქალაქეებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებაში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

„დავიწყეთ სამოქალაქო ბიუჯეტის კამპანია, რომელიც 2020 წლიდან შევა ძალაში, რაც იმას ნიშნავს რომ მოქლაქეებს ზუგდიდში თავიანთი შეხედულებისამებრ დაგეგმონ, თავიანთი უბნისა და ადმინისტრაციული ერთეულის კეთილმოწყობისთვის 200 ათასი ლარი“, - გვითხრა მერმა გიორგი შენგელიამ.


მოქალაქე ლალი ოდიშარიამ თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტია მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობა.

მზია ჯანჯალია-მშვიდობაძის თქმით, ჩაერთვება სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვაში, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ერთი მილიონი ლარის გამოიყოფა. ქალაქის ტერიტორია ხუთ ზონადაა დაყოფილი. თანხა თანაბრად, თითოეულზე 200 ათასი ლარის ოდენობით გადანაწილდება.