ახალი ამბები
ფოთის „კოლხეთის“ დირექტორად კლუბის ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა
საფეხბურთო კლუბ კოლხეთი 1913-ის დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა. ის ამ გუნდს წლების წინაც წვრთნიდა. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო წლებია ინაშვილი ბიზნესით არის დასაქმებული და ფეხბურთს ჩამოშორებული იყო. მან თანამდებობაზე ნიკო ჯაში შეცვალა.

"კოლხეთი 1913-ში არსებული უმწვავესი მდგომარეობის მიუხედევად, იგი ეცდება საქმის უკეთესობისაკენ შემოტრიალებას, რაშიც გვინდა წარმატება ვუსურვოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოცა ფეხბურთელების ნაწილის მიმართ სახელფასო დავალიანებაა. გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა "კოლხეთს" სანქციებიც დაეკისროს.