დადიანების ეზოში დაგეგმილ კონცერტზე საპატიო ზუგდიდელებს დაასახელებენ
„ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში,
დადიანების ეზოში თბილისის „ბიგ ბენდის“ და „ქართული ხმების“
ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ამასთან ღონისძიებაზე 4 საპატიო ზუგდიდელს დაასახელებენ.
„ლაივპრესისთვის“ ცნობილია, რომ 4 კანდიდატურა - ყოფილი ფეხბურთელის და მწვრთნელის, ავთანდილ დანელიას, ყოფილი ფეხბურთელების ვლადიმერ თუთბერიძის, ზაურ ბულიას, ასევე კიკბოქსიორ დავით ქირიას სპორტის მუზეუმმა წარადგინა, ერთი - მეათე საჯარო სკოლის დირექტორ ზურაბ კუპრეიშვილის კი განათლების რესურსცენტრმა.
დადიანების ეზოში კონცერტი 19:00 საათზე, პროექტ „CHEK IN GEORGIA-ს“ ფარგლებში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.