მიკროფონს დაგიმტვრევ - ვლაქერნობაზე ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ და სენაკისა და
ჩხოროწყუს
მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ვლაქერნობის წირვის შემდეგ ჟურნალისტების
შეკითხვებს არ უპასუხა. ის სტიქაროსნებმა ტერიტორიას განარიდეს.
ერთ-ერთმა კი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს მიკროფონის წართმევა დაუპირა
და ხელიც ჰკრა. უთხრა, რომ მიკროფონს დაუმტვრევდა. სტიქაროსნები
მედიის მიმართ აგრესიით გამოიჩეოდნენ. მათ შორის, სავარაუდოდ მეუფე
შიოს დაცვის წევრიც. განსაკუთრებით მათ მიმართ უხეშობდნენ, ვინც ამ
ყველაფერს იღებდა.
მეუფე შიოსთან კითხვები ჰქონდა მედიას დავით გარეჯზე. კერძოდ, მოძრაობა "ძალა ერთობაშია" იუწყება, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სამონასტრო კომპლექსის კელიები საპირფარეშოდ აქვთ გამოყენებული.
ასევე, კითხვა ეხებოდა სხალთის ეპისკოპოსის, სპირიდონის ვლადიმირ პუტინის და მისი პოლიტიკის მხარდამჭერ ქადაგებას, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის ლიდერის პოლიტიკა ევროკავშირის "ცოდვილი" პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგეა, და ღმერთს პუტინის შენდობას სთხოვს.
ვლაქერნობის დღესასწაულს დღეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან. თუმცა წინა წლებში ზუგდიდში საგანგებოდ ჩამოდიოდნენ პრემიერ-მინიტრი და სხვა მინისტრები.