ახალი ამბები
მერის წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ ხობში ნაპოვნი მამაკაცი ვინმეს ეცემა
ხობის სოფელ ქვემო ქვალონის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში 58 წლის მამაკაცი ადგილობრივმა იპოვა, რომელიც ამ ბაღის წინ ცხოვრობს. სოფელში მერის წარმომადგენელმა ცოტნე დადიანმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ის თითქმის უგონოდ იწვა იატაკზე. თავი, მისი ვარაუდით წაქცევისას დაარტყა, რის გამოც ყურებიდან სისხლი სდიოდა.

მერის წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ მამაკაცი ვინმეს შეიძლება ეცემა, რადგან განმარტა - არის ძალიან უკონფლიქტო და სოფლის მცხოვრებლებთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"ის, რომ ვინმეს ეცემა, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა", - განმარტა მან.

მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.