მოქალაქეთა ნაწილი 1 ლარად შეიძენს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებს
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში
ცვლილებები შევა,
რომლის თანახმად, ყველა მოქმედი დიფერენცირება მოიხსნება და
სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს მედიკამენტების ერთ
ლარად შეძენა შეეძლებათ. განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომამდე
გამართულ ბრიფინგზე. მამუკა ბახტაძის თქმით, საუბარია 35 დასახელების
წამალზე. მანვე განმარტა, რომ მოქალაქეთა ჯიბიდან გაღებული
ხარჯი პრეპარატებისთვის ძალიან მაღალია.
"დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება ექვსი ქორნიკული დაავადებისას, ესენია: გულსისძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტის, ეპილეფსიის, ფილტვის, პარკინსონის დაავადებები", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მანვე აღნიშნა, რომ გაგრძლდება მუშაობა, რათა მედიკამენტებისთვის ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხები მინამალური იყოს.