ახალი ამბები
ზუგდიდელმა პარლამენტარებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს
FaceBook Twitter
E-mail Print
"ევროპული საქართველოს" წევრები ლელა ქებურია, ლაშა დამენია და თენგიზ გუნავა იმ თექვსმეტ პარლამენტარს შორის არიან, რომლებმაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. ამბობენ, რომ ფონდის მიმართ ნდობა მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ აქვთ, რაც გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

ლელა ქებურია ახლადშემოღებულ სისტემას მთავრობის ხელში ერთგვარ ხაფანგად მიიჩნევს, როცა მოსახლეობას არჩევანის გარეშე ტოვებენ. რაც არასწორად მიაჩნია. ამიტომ, მასზე უარი დაახლოებით 2-3 თვის წინ თქვა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა.

"ჯერ ერთი, სანდოობა ამ საპენსიო ფონდის მიმართ აბსოულუტურად არ გამაჩნია. მეორეც, ვთვლი, რომ უნდა მქონდეს არჩევანის უფლება, ჩემით განვკარგო ჩემი თანხები და შემდეგ სიბერე, თუ თვითონ სახელმწიფომ გადამიწყვიტოს ეს", - უთხრა დეპუტატმა "ლაივპრესს".

საპენსიო სისტემა დატოვა ლაშა დამენიამაც. მისი შეფასებით, ეს კანონი ფაქტობრივად გადასახადის დაწესებას ნიშნავს მოსახლეობაზე და ილუზიებში ყოფნას, რომ აქედან ხალხმა შესაძლოა რაიმე დივიდენდები მიიღოს. პარლამენტარის განმარტებით, დღეს მოქმედი ფონდები, რომელსაც "ქართული ოცნება" მართავს, კორუფციის წყაროა და ეჭვობს, იგივე შემთხვევასთან აქვთ საქმე. ამბობს, რომ არ ყოფილა დაგეგმილი, სად უნდა ჩადებულიყო ეს ფული, ან როგორ უნდა ემართათ.

"საეჭვოა, როგორი ხელისუფლება მოვა შემდეგ, რამდენად პატიოსანი, კვალიფიციური, რომ საპენსიო ფონდში დატოვებული თანხები დაატრიალოს და საპენსიო ფონდს მოგება მოუტანოს. ევროპულ ქვეყნებში ყველანაირად ცდილობენ, როგორმე თავი დაიხსნან ფონდიდან, რადგან დიდია ვალდებულებები", - განმარტა პარლამენტარმა.

იგივე გვითხრა დეპუტატმა თენგიზ გუნავამაც. აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ თავიდანვე მიიღეს, რადგან უნდობლობის მიზეზით წინააღმდეგები იყვნენ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების.

საკანონმდებლო ორგანოს წევრების შესახებ, რომლებმაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს, მასალა ონ.გე-მ მოამზადა. 2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც, რომელმაც თავის დროზე ამ კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. 2% დასაქმებულის ხელფასიდან, ამდენივეს დამსაქმებელი იხდის, დანარჩენს სახელმწიფო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა,
ემა გოგოხიამაც დატოვა.
22:23 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამაც დატოვა.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის
არიან
19:33 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას
შტაბს ცეცხლი
18:30 / 21.08.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.