აფხაზურს გაქრობა ემუქრება - ენის გადარჩენაზე მსჯელობენ სოხუმში
სოხუმში აფხაზური ენის გაქრობის საშიშროებაზე დაიწყეს საუბარი.
ე.წ. სახალხო კრების წევრი დანილ უბირია აცხადებს, რომ დღეს არსებული
მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს იძლევა.
„თუ ჩვენი არც თუ მრავალრიცხოვანი ერი არ დაიწყებს ენის შენარჩუნებაზე ზრუნვას, შედეგი შეიძლება იყოს სერიოზული. მათ შორის ენის გაქრობაც. საჭიროა შესაბამისი იდეოლოგიის დანერგვა. აუცილებელია თითოეულ მოქალაქემდე იმის მიტანა, რომ მშობლიური ენა უნდა ისწავლონ“, - განაცხადა მან სოხუმში გამართულ შეხვედრაზე, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო კრებამ აფხაზური ენის გადარჩენის საკითხებზე იმსჯელა.
თავის მხრივ, აფხაზური ენის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე რუდოლფ ალშუნდბამ განმარტა, რომ ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურების მიერ „საკანონმდებლო დონეზე“ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, სიტუაცია კვლავ რთულია, რასაც ასევე დაეთანხმნენ ამ სფეროში მომუშავე შეხვედრის სხვა მონაწილეები.

ენის პოლიტიკის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბატალ ხაგუში გამოვიდა ინიციატივით, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველა დოკუმენტი იყოს გამოცემული აფხაზურად და დასაქმებულებს მშობლიურ ენაზე საუბარი დაავალდებულონ.
„როცა ადამიანი გაითავისებს, რომ მშობლიური ენის ცოდნა აუცილებელია სამსახურში, დაიწყებს შესწავლას. ყველა სხდომა უნდა ჩატარდეს მშობლიურ ენაზე. რეკლამები, მულტფილმები, მობილურის აპლიკაციები უნდა იყოს აფხაზურად“, - განაცხადა ენის პოლიტიკის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბატალ ხაგუშმა.
მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. ოფიციალური დოკუმენტები აფხაზურთან ერთად უნდა გამოიცეს რუსულადაც.