„ენგურჰესმა“ თანამშრომელთა სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად 74 ათასამდე ლარი გამოყო
შპს „ენგურჰესმა“ თანამშრომლებისთვის სპეციალური ფეხსაცმლებისა
და ტანსაცმლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის
სავარაუდო ღირებულება 73 800 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „ენგურჰესი“ შეისყიდის 70 ცალ სპეციალურ ფეხსაცმელს მაშველებისთვის, ასევე, 700 ცალ, განსხვავებული ტიპის ასევე სპეც ფეხსაცმელს.
კომპანია შეიძენს ქალის ფეხსაცმელს 117 წყვილს, გრძელყელიან რეზინის ჩექმას 30 წყვილს, მუხლამდე რეზინის ჩექმას 240 წყვილს, სამონადირეო ტიპის რეზინის კომბინიზონს 10 წყვილს და სპეც ბოტასს 20 წყვილს.
ტენდერი გამოცხადდა 18 ივლისს, წინადადებების მიღება სრულდება 5 აგვისტოს.