ახალი ამბები
ზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ტექნოპარკში ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი „ქალები მომავლისთვის“ გაიხსნა, რომლის მიზანიც რეგიონში ქალთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობაა. ფორუმის პირველ დღეს მეწარმე და ფერმერ ქალებს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მათ შორის საუბარი შეეხო, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“. მასში ჩართვის საჭირო კრიტერიუმებზე მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეონა ბაბუნაშვილმა ისაუბრა.

საქართველოს ფერმერთა ფედერაციის წარმომადგენელმა თამთა მამულაშვილმა კი მობილურ აპლიკაცია „აგრონავტზე“ გაამახვილა ყურადღება სიტყვით გამოსვლისას. აპლიკაცია ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, სადაც მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეტანის შესაძლებლობა აქვთ.

ქალებს უკვე დაფინანსებული პროექტების და მათი სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექ „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენელმა რეგიონში, ია ესებუამ.

ფორუმის ორგანიზატორები გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ არიან.

„სამწუხაროდ, ქალების და მამაკაცები თანაბარი შესაძლებლობებით არ სარგებლობენ. საქართველოში არსებობს დიდი სახელფასო სხვაობა. ეს ფორუმი ქალებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და მათ შესაძლებლობას მისცემს წახალისდეს წარმატებული ქალების მაგალითზე“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმღვანელმა იენ რატილაინენმა. სწორედ მან და ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ქეთევან ქვარცხავამ გახსნეს ფორუმი დღეს. ქალ მეწარმეებს სიტყვით მიმართეს გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მათ მხარდაჭერა აღუთქვეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ფორუმის ფარგლებში ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები მიიღონ და ტურიზმისა და მერკეტინგის ექსპერტებთან, რომლებსაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარების პერსპექტიული ხედვები აქვთ, სამომავლო კონტაქტი დაამყარონ.

მანამდე რეგიონული ფორუმები ჩატარდა ქუთაისსა და ბათუმში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ განაცხადა,
15:18 / 26.01.2020
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ განაცხადა,
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ.
12:24 / 26.01.2020
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე
10:40 / 26.01.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად
გარდაცვლილთა
10:03 / 26.01.2020
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა
ვიდეო
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ კომპანია „ვან ოორდს“,
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.