ახალი ამბები
ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი, რომლის პარალელურად ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" ხელმოწერებს აგროვებს.

როგორც "ლაივპრესს" მოძრაობის წარმომადგენელმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა განუცხადა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის პარალელურად, ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან ამოიღონ ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია".

მისივე ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა რაც ხელმოწერებს აგროვებენ და დაახლოებით 20-ათასამდე აქვთ. განმარტა, რომ ტრაპეზი მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით და ბიზნესმენ გიორგი ბერიშვილის ფინანსური დახმარებით მოეწყო.

ლგბტ თემის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველო"ჟურნალისტებს 17 ივლისს გააცნო. მან ბრიფინგზე დაასახელა მოთხოვნებიც. კერძოდ:"საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ამოიღონ სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია" 2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ე.წ. ლგბტქ და არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროვება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება, მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლებით და სხვა."

ფალავანდიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ხელმოწერებს პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე წარუდგენს და გადაწყვეტილებას ერთი თვის მანძილზე დაელოდება. მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პირველი ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციებს გამართავენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბევრი კითხვა ისმის, ვის იურისდიქციაში იყო, ვის ეპარქიაში იყო და
ა.შ. ჩვენ არანაირ
23:12 / 05.12.2019
ბევრი კითხვა ისმის, ვის იურისდიქციაში იყო, ვის ეპარქიაში იყო და ა.შ. ჩვენ არანაირ
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის, ბესიკ ფიფიას
ადვოკატი
19:37 / 05.12.2019
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის, ბესიკ ფიფიას ადვოკატი
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ წალენჯიხის პოლიციის
19:13 / 05.12.2019
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ წალენჯიხის პოლიციის
დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში, ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია
18:46 / 05.12.2019
დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში, ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია
ვიდეო
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.