საკათედრო ტაძრის ეზოში „ერთიანობის სუფრას“ ლევან ვასაძე შეუერთდა [ფოტო]
ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც სუფრაა გაშლილი
და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერები
გროვდება, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა.

ლევან ვასაძემ აღნიშნა, რომ იზიარებს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას. მისივე თქმით, მოთხოვნას თბილისში უკვე მოაწერა ხელი.
ვასაძის გამოჩენას ტაძრის ეზოში მყოფები ოვაციით და ტაშით შეხვდნენ.

ისინი ამბობენ, რომ ეს არის "ერთიანობის სუფრა", რომლის დაწყებამდეც "ერთიანობის ლოცვა" აღავლინეს.

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი, რომლის პარალელურად ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ ხელმოწერებს აგროვებს.
ცნობისთვის, ლგბტ თემის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი ჟურნალისტებს 17 ივლისს გააცნო. მან ბრიფინგზე დაასახელა მოთხოვნებიც - "საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ამოიღონ სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია" 2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ე.წ. ლგბტქ და არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროვება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება, მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლებით და სხვა."

ფალავანდიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ხელმოწერებს პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე წარუდგენს და გადაწყვეტილებას ერთი თვის მანძილზე დაელოდება. მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პირველი ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციებს გამართავენ.