ახალი ამბები
გავასაჯაროებ მძიმე კადრებს - იულია სუსლიაკის ადვოკატი
FaceBook Twitter
E-mail Print
მაქვს კადრები, როგორ ეპყრობა იულია სუსლიაკის ბავშვებს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი, როცა დედას შემაკავებელი ორდერის გამო მათთან მიახლოების უფლება შეზღუდული ჰქონდა. აცხადებს ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინელი ქალის ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი თქმით, ის საზოგადოებას ამ მძიმე ვიდეომასალას ორშაბათს წარუდგენს, რის შემდეგაც შესაბამის ორგანოებს მიმართავს ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში უფლებადამცველი ამბობს, რომ გეგმავენ საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში ჩივილს, პროკურატურის "უსამართლო", დაუსაბუთებელი ქმედებების გამო, როცა დაკავებიდან სამი თვის შემდეგაც მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს ტრეფიკინგის დამადასტურებელი და საქმე გამოძიების გასაგრძელებლად უკრაინას გადასცეს.

"ძალიან კატასტროფული შედეგი იქნებოდა საქართველოსთვის, ამიტომ, გენერალურმა პროკურატურამ მოძებნა ასეთი გამოსავალი. თითქოს საქმეზე გამოძიება ვერ დაამთავრა საქართველომ იმის გამო, რომ თითქოს უკრაინამ არ მიაწოდა მოთხოვნის მიუხედავად საქმის მასალები. რადგან, მტკიცებულებების დიდი ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზეა. მიზანშეწონილად ჩათვალა საქართველოს გენიოსურმა პროკურატურამ, რომ უკეთესი იქნება გამოძიება უკრაინაში ჩატარდეს. თუმცა მაისშივე გასცა უკრაინის შსს-მ პასუხი ქართულ მხარეს ყველა კითხვაზე", - აცხადებს ადვოკატი.

ზურაბ თოდუას თქმით, იულია სუსლიაკი ახლა ისვენებს, რადგან გამოვლილი სტრესის და შიშის, ზეწოლის გამო მას გარკვეული დროით რეაბილიტაცია სჭირდება. სწორედ ამის შემდეგ მიმართავენ ისინი სტრასბურგს, რათა არცერთ პროკურორს მომავალში არ გაუჩნდეს მსგავსი ქმედების სურვილი.

უფლებადამცველის განმარტებით, საგამოძიებო ორგანო ცდილობდა მის დაცვის ქვეშ მყოფისგან საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა მიეღო, რის გამოც ქალს საკანში მუდმივი ზეწოლის ქვეშ უწევდა ყოფნა.

ადვოკატი ამბობს, რომ სკაიპით იულია სუსლიაკი შვილებს უკვე ესაუბრა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა საპატიმრო 19 ივლისს დატოვა.

უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 ბავშვის ჩამოყვანის ფაქტი მედიისთვის ცნობილი 19 აპრილს გახდა, როცა ბავშვები საკვების ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. პატარებზე მზრუნველობა სამშობლოში გამომგზავრებამდე სოციალური მომსახურების სააგენტომ აიღო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა,
ემა გოგოხიამაც დატოვა.
22:23 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამაც დატოვა.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის
არიან
19:33 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას
შტაბს ცეცხლი
18:30 / 21.08.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.