ახალი ამბები
F5 უკვე საერთაშორისოა - ზუგდიდის ფესტივალის ორგანიზატორი
FaceBook Twitter
E-mail Print
90-იანი წლების და თანამედროვე ლიტერატურა, მწერლები დროის ორ განზომილებაში, ამონარიდები შემოქმედებიდან, აუდიტორიის კითხვები ავტორებს და გიორგი ძამუკაშვილის მუსიკა - ასე დასრულდა წლევანდელი F5-ის ღონისძიებაც, რომელსაც პირველად ჰყავდა უცხოელი მონაწილე - ლატვიელი პოეტი სემიონ ხანინი.

დავით რობაქიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ წლების წინ შესუსტდა მწერალთა აღქმა ერის მამის პრიზმიდან, დღეს ეს ძალა, ოღონდ ბევრად თვალშისაცემად ფორმირებული სამოქალაქო აქტივიზმად, უფრო შეუნიღბავად ამბობს სათქმელს.

"ახალგაზრდა მწერლები არიან ერის მამები, ოღონდ სიმართლის მამები, რომლებიც წერენ, რომ არ შეიძლება ადამიანი სამსახურიდან გაუშვა, დაჩაგრო, საქართველოს სახელით ფული აკეთო", - უთხრა დავით რობაქიძემ "ლაივპრესს".

მისივე თქმით, წლების წინაც რეჟიმს ებრძოდა ხელოვანი კაცი და ასეა დღესაც.

შოთა იათაშვილი აუდიტორიას ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომელიც ახალგაზრდა პოეტებს ხშირად აბრკოლებთ განაგრძონ წერა, ოღონდ ისე, რომ არ გაიმეორონ ადრე თქმული. ეს მდგომარეობა, როგორც განმარტა, ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის, როცა თითქოს ამოწურე საკუთარი თავი ლექსებით და ვეღარ ეძებ ახალ ფორმას, შინაარსს გამოსახატად.

"გბლოკავს რაღაც შიგნიდან - შენ ხომ ეს უკვე დაწერე, გააკეთე. ეს არის ლექსის წერის სიმწარე", - მიმართა პოეტმა შეკრებილებს.

"არტ ჰაუსში" გამართულ შეხვედრაზე ლატვიელმა პოეტმაც წაიკითხა ლექსები აუდიტორიისთვის. გაჟღერდა ამ ლექსების ქართული თარგმანიც. შედგა ივა ფეზუაშვილის წიგნის - "ფსკერის სახარების" პრეზენტაცია, სადაც ავტორი მოგვითხრობს სიღრმიდან დანახულ თბილისზე. 

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ლაშხია ამბობს, რომ შარშანდელის მსგავსად წლევანდელმა ღონისძიებამაც გაამართლა. მომავალში ეცდებიან უფრო მასშტაბური გახადონ და თანამედროვე მწერლები უკვე გერმანიიდან ჩამოიყვანონ.

"თუმცა ფესტივალი წელს უკვე გახდა საერთაშორისო, რადგან სტუმარი გვყავს ლატვიიდან. თავად გამოთქვა ჩამოსვლის და მონაწილეობის სურვილი", - განმარტა მან.

ნიკა ლაშხია ამბობს, რომ ასევე ეცდებიან ადგილობრივი მწერლების კიდევ უფრო პოპულარიზაციას. მათ შორის მეგრული პოეზიის წარმოჩენას.

ზუგდიდმა თანამედროვე ლიტერატურის ფესტივალს მეორედ უმასპინძლა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.