ზუგდიდელი მოჭადრაკე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
ფოთში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ხუთმა ზუგდიდელმა
მოჭადრაკემ საპრიზო ადგილი მოიპოვა. გიორგი ნაყოფიამ ექვსი პარტია
მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და 7,5 ქულით გამარჯვებული გახდა. მან
ასევე მიიღო საუკეთესო საჭადრაკო პარტიისთვის დაწესებული სპეციალური
პრიზიც.
"სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" ჭადრაკის განყოფილების ინფორმაციით, მეოთხე და მეხუთე საპრიზო ადგილები დაიკავეს გაბრიელ ბეჭვაიამ და ცოტნე ქვარცხავამ. მესამე პოზიციაზე გავიდა დიმიტრი კვარაცხელია.
10 წლამდე გოგონათა შორის მართა სორდია მერვე ტურამდე პირველობას ინარჩუნებდა, მაგრამ საბოლოოდ 6,5 ქულით მესამე ადგილი მოიპოვა.
შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყო 24 მოზარდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.