სენაკში გზის ორმოებს „ასაფლავებენ“ [ვიდეო]
სენაკის ქუჩებში არსებული ორმოები ამოავსეს და მასში ყვავილები
დარგეს.
კერძოდ, "შენების მოძრაობის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
წარმომადგენლები აპოლონ გარუჩავა და ნიკა გაბესკირია აკაკი ელიავას და
კოსტავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც ორმოები ქვიშით ამოავსეს და
ხელოვნური ყვავილები ჩარგეს. ამბობენ, რომ ამ აქციით ორმოებს
"ასაფლავებენ".
მათი თქმით, ეს სიმბოლური ჟესტია მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის სიტყვების საპასუხოდ, რომ სენაკში მიმდინარეობს გზების მოპირკეთება და ახლის დაგება. ოპოზიციის წევრებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, მიხედონ ქუჩებს.
"უფრო ადრე ვითევზავეთ გუბეში, შემდეგ ლიფსიტები ჩავსვით ორმოში. ახლა კიდევ ეს. თავს რომ იწონებთ, ჩვენ ამით განახებთ შედეგს", - აღნიშნა ნიკა გაბესკირიამ.
სენაკის მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტში ბოლო ექვსი თვის მანძილზე 7 მილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. მათ შორის, უკვე დასრულდა ტენდერთან დაკავშირებული პროცედურები და სამი დღის წინ გზების ორმული შეკეთების სამუშაოები დაიწყეს.
"დავიწყეთ შეკეთებები ხორავას ქუჩიდან. მაგრამ, უამინდობის გამო დროებით შეჩერდა. ყველა მსგავს ტერიტორიაზე შეივსება. ქალაქის ტერიტორიას მთლიანად მოვიცავთ და სოფლებს. შეკეთდება ყველგან, სადაც ეს საჭიროა", - აღნიშნეს მერიაში.
მათი თქმით, უკვე ბევრ სოფელში დაიგო ახალი გზები, სადაც ადრე არ ყოფილა, და ეს პროცესი გაგრძელდება. განმარტეს, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები სენაკში წლებია არ ყოფილა.
ოპოზიციის წარმომადგენლები პერიოდულად მართავენ სენაკში აქციებს, რითაც უჩვენებენ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაშია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. ერთხელ მათ ორმოში "ითევზავეს", მეორეჯერ კი გზების ჩაღრმავებულ მონაკვეთში ლიფსიტები გაუშვეს.