ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები დაბალი ანაზღაურების გამო ჩივიან. ამბობენ, რომ უკვე წლებია მწირი ხელფასის პირობებში უწევთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროს არაერთხელ მისწერეს წერილი, დღემდე არაფერი შეცვლილა. აქ მეთვალყურის ხელფასი 244 ლარია, ექსკურსიამძღოლის 280. ფონდის მცველს კი 330 ლარს უხდიან. დირექტორის მოადგილის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.

მუზეუმის დირექტორის მოადგილე საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში, ნანა ფიფია "ლაივპრესთან" საუბარში ამბობს, რომ 10 იანვარს თანამშრომლების ხელმოწერილი წერილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს გაუგზავნეს, რომელზეც ჯერ პასუხი არ მიუღიათ. მისი თქმით, დირექტორ ლილი ბერაიასაც ჰქონდა არაერთხელ მცდელობა ვითარება გაეუმჯობესებინა, თუმცა რეაგირება არც ამ შემთხვევებზე ყოფილა. ნანა ფიფიასვე ცნობით, პარლამენტის დეპუტატმა ლელა ქებურიამაც მიმართა სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან სამჯერ პრობლემის შესახებ. ერთ სხდომას მაშინდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძეც ესწებოდა. მინისტრებს წერილი პირადადაც მისწერა, თუმცა უშედეგოდ.

"აუცილებელია ცენტრალურ დონეზე მოხდეს ბიუჯეტის გადახედვა. მაშინ, როცა ტურიზმი ქვეყანაში განვითარებულია და დამთვალიერებელი ჩვენს მუზეუმს არ აკლია, წესით უნდა გვქონდეს ნორმალური შემოსავალი. შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია აუცილებელია, მაგრამ ექსპონატებზე ძვირფასი აქ ადამიანური რესურსია, რომლებიც მართლა შრომობენ და იცავენ ერის კულტურულ მემკვიდრეობას", - განმარტა ნანა ფიფიამ.

მწირ ანაზღაურებაზე საუბრობს მუზეუმის ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავაც. ამბობს, რომ დღემდე მათ მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია. ამიტომ, უკვე სექტემბერში გეგმავენ ყველამ ერთად ხმამაღლა თქვან საერთო სათქმელი ერთგვარი აქციის ფორმით.

"იმატებს დენის, გაზის, წყლის ფული. ყველას ხელფასს ემატება ჩვენს გარდა", - გვითხრა ელზა ზოდელავამ.

სხვა თანამშრომლებიც პირად საუბარში გვიდასტურებენ პრობლემას, თუმცა ჩვენთან ღიად საუბარს ერიდებიან. ისინი გამოეხმაურნენ მწერალ ზვიად კვარაცხელიას სტატუსს, სადაც ის მუზეუმში მომუშავეთა მწირ სახელფასო ანაზღაურებაზე წერს. ამბობს, რომ დადიანების სასახლეს ქალაქის სტუმრებთან ერთად ეწვია. მისი თქმით, ტურისტებით მუდმივად დატვირთული სასახლის საგანძურის მცველებს და ექსკურსიამძღოლებს როცა ასეთ მიზერულ თანხას უხდიან, რომელ მოტივაციასა და ღირსებაზე შეიძლება იყოს საერთოდ საუბარი.

"წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნაზე მთელი სახელმწიფო და სასულიერო ინსტიტუციების მობილიზებას, აჯობებდა, ღვთისმშობლის კვართისა და უდიდესი მნიშვნელობის ექსპონატთა მცველებისთვის მიგექციათ ყურადღება", - აღნიშნავს ზვიად კვარაცხელია.

მის სტატუსს მუზეუმის თანამშრომლები გამოეხმაურნენ, პრობლემის არსებობა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი მხარდაჭერა დღეს მათ ნამდვილად სჭირდებათ.

ჩვენ მუზეუმის დირექტორ ლილი ბერაიასთან დაკავშირება ვერ შევძელით. მან ჯერ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ ინფორმირებულები არიან და საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რამის თქმა უჭირთ:

"ეს არ არის მხოლოდ ერთი მუზეუმის პრობლემა. რამე კონკრეტული თუ გვეცოდინება, როდის ჩაჯდება ბიუჯეტში, ამ ყველაფერს გავაჟღერებთ. ახლა ვერაფერს კონკრეტულს ვერ გეუბნებით. ვიცით ისედაც, რომ არსებობს დაბალი ხელფასების პრობლემა. დღის წესრიგში დგას. ეს ნიშნავს, რომ სამინისტრო ფიქრობს, აუცილებელია ხელფასების მომატება".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.